“ სტუდენტური პროგრამა ლიდერატორით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკი საინფორმაციო ვებინარს მართავს.
ვებინარზე პროგრამის წარმომადგენლები ისაუბრებენ პროგრამის უპირატესობებზე, კარიერულ პერსპექტივებზე, პროგრამის სტრუქტურასა და შერჩევის ეტაპებზე. ასევე, ინფორმაციას მოგაწვდიან მონაწილეობის პირობებისა და მოთხოვნების შესახებ.
ვებინარს დაესწრებიან სხვადასხვა პროგრამის მენტორები და ბანკში წარმატებით დასაქმებული ლიდერატორები, რომლებიც გაგიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და მოგცემენ პროგრამასთან დაკავშირებულ საინტერესო რჩევებს.
ასევე გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ დეტალური ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო პროგრამის შესახებ და დასვათ კითხვები.
ვებინარი ტარდება 6 თებერვლას 17:00 საათზე, Zoom-ის მეშვეობით.
ვებინართან დაკავშირებულ სიახლეებს თვალი ადევნეთ შესაბამის ივენთზე